გართობა
როგორ შევხვდეთ ხარის წელს?
FaceBook
ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთივე წელი გვექნება. ამიტომ, ამ დღეს ყველა ვცდილობთ განსაკუთრებულად შევხვდეთ.
2021 წელი თეთრი (მეტალის) ხარის წელია.

ასტროლოგების თქმით, 2021 ცვლილებების წელი იქნება, მათთვის ვინც გულმოდგინედ მუშაობს.

ხარის წელი კომფორტული იქნება ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მათთვის ვისაც ახალი დაწყებული აქვს.

ხარი ძლიერი მშრომელი და კეთილშობილი ცხოველია, 2021 წელიც ასეთივე იქნება.

ჰოროსკოპის მიხედვით, ეს წელი კარგია ქორწინებისთვის, თვითგანვითარების მოყვარულთათვის.  ხარის წელი ნამდვილი გამოწვევების წელიწადი გახდება: გარშემო ყველაფერი მოგანიჭებთ კომფორტის (ან დისკომფორტის) ზონას, არ მოგეცემათ საშუალება შეცვალოთ საკუთარი თავი და ცხოვრება, ენდოთ პირველ იმპულსს.


ჰოროსკოპის მიხედვით, ჯანმრთელობის მხრივ, უსიამოვნო მომენტები არ იქნება. დასვენების რეჟიმი და კარგი ემოციური მდგომარეობა – ესაა 2021 წლის კეთილდღეობის კომპონენტები.

რაც შეეხება აღმოსავლურ ჰოროსკოპს, მისი მიხედვით 2021 წელი იღბლის მომტანი იქნება. ხარისთვის უმთავრესი ოჯახია.შესაბამისად, ახალი წლის შეხვედრა ამ წელსაც უმჯობესია ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში. გარდა ამისა ხარის წელმა რომ იღბალი მოგიტანოთ, გარკვეული წესებიც უნდა დაიცვათ.

ეზოთერიკოსების აზრით, ახალი წლის შესახვედრად, პირველ რიგში, სახლი საგულდაგულოდ უნდა დალაგდეს. უნდა მოიშოროთ ყველა უსარგებლო და გატეხილი ნივთი, რადგან ისინი დადებით ენერგიას შთანთქავენ.

ამის შემდეგ, სახლი სადღესასწაულოდ ლამაზად უნდა მორთოთ: წიწვები, ოქროსფერი ბანტები, ვერცხლისფერი ფიფქები, ფერად–ფერადი დეკორაციები. 2021 წლის მთავარი ფერები : ლურჯი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი და ყვითელია.ეს ფერები შესაძლოა გამოიყენოთ ინტერიერის მოსართავად.

რაც შეეხება სუფრას, მენიუ შეგიძლიათ ძალიან მრავალფეროვანი გქონდეთ. შეგიძლიათ მოამზადოთ ყველაფერი, ხორციანი კერძები და ბოსტნეულის სალათები.

ასტროლოგების თქმით, კორონავირუსი ჩვენს ყოველდღიურობაში ამ წელსაც დარჩება თუმცა გაზაფხულზე შესაძლებელია სიტუაცია გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს კაცობრიობის ადაპტაციის უნარით აიხსნება.

Print