გართობა
იუმორი ჟამიანობის დროს (განახლებადი)
FaceBook

შიშს რომ მოერიო უნდა დასცინო.

პანდემიის ეპოქის საზოგადოება ასეც იქცევა.

დაიბადა ახალი იუმორი. გაჩნდა ჟანრის შედევრები სოციალურ ქსელში.


ჩვენ ვეცდებით მოვაგროვოთ ისინი და შემოგთავაზოთ რუბრიკაში „იუმორი ჟამიანობის დროს“.

პანდემიამ შეცვალა დედამიწაო. მართლაც ასეა- ვენეციის წყლებში თევზი დაბრუნდა, ქუთაისში -  დინოზავრები.

სანამ ქალაქში დინოზავრები დადიან ადამიანები იმუშავებენ რეგულაციებს თვითიზოლაციის დამრღვევი პირებისთვის სასტიკი პირობებით

ეს "სურვილები" მათ, ვინც აუცილებელი თვითიზოლაციის წესებს არღვევენ:

2️⃣ 0️⃣ დაე, შხაპის დროს წყალი მუდმივად ცივი ან ცხელი იყოს!
1️⃣ 9️⃣ დაე, ვერასდროს ეპოვოთ მეორე წინდა ("ნასკი")!
1️⃣ 8️⃣ დაე, პაროლი ყოველთვის არასწორად შეეყვანოთ!
1️⃣ 7️⃣ დაე, მათი ბალიშის არცერთი მხარე არ იყოს გრილი!
1️⃣ 6️⃣ დაე, ვერასდროს შეაერთონ USB პირველი 10 ცდით!
1️⃣ 5️⃣ დაე, ფეხსაცმელში ყოველთვის კენჭი ჩაუვარდეთ!
1️⃣ 4️⃣ დაე, ლიფტმა ყოველთვის ჩაუყლაპოთ ხურდები!
1️⃣ 3️⃣ დაე, ვერ შეიკავონ გაზები ყველაზე გადამწყვეტ მომენტში!
1️⃣ 2️⃣ დაე-სიზმროთ, რომ კარაქის მთაზე ადიან და ვერ ადიან!
1️⃣ 1️⃣ დაე, არ ეღირსოთ წყურვილისას ცივი ლუდის გემო, მისი გაზი ყელს რომ გწვავს!

Print