გართობა
ოპტიმისტები დიდხანს ცოცხლობენ
FaceBook
"მაღალი წნევა და დიაბეტი სახიფათოა ხანდაზმულ ასაკში, თუმცა ადამიანის ორგანიზმზე მნშვნელოვანი გავლენა ფსიქიკასაც აქვს“, -  წერს გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung.


სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, კვლევა ჩატარდა 70 ათას მონაწილეზე. შედეგებმა აჩვენეს, რომ ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა,  რომლებიც შედიან ოპტიმისტთა ჯგუფში 11-15% მაღალია პესიმისტთა ჯგუფთან შედარებით. ასე რომ  სიცოცხლის გახანგრძლივების მეტი შანსი ოპტიმისტებს აქვთ.

მეცნიერებამ დიდი ხანია აღმოაჩინა ავადმყოფობების ბიომარკერები, თუმცა ჯერჯერობი საკმაოდ ცოტა ცოდნა არსებობს, თუ რომელი დადებითი ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებენ „ჯანმრთელ დაბერებაზე“.

Print