გართობა
ქუთაისის მერი წულაიას დაეძებს - "აღარ ჩანს, მეშენია არ გადავაბეტონოთ" (ვიდეო)
FaceBook
"რა დაკარგეთ ასეთი, რომ გადათხარეთ მთელი ქალაქი?" - იმედის იუმორისტული გადაცემის "ღამის შოუ" წამყვანiს ამ შეკითხვაზე ქუთაისის მერს გოგი წულაია "გაახსენდა".


"გოგი წულაია აღარ ჩანს, დაიკარგა, ჯერჯერობით არ ჩანს, მაქსიმალურად ვმუშაობთ, მთავარი გზები გადათხრილი გვაქვს და არ ჩანს, მე მეშენია არ გადავაბეტონოთ" - თქვა გიორგი ჭიღვარიამ. 



ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია  "ღამის შოუს" 26 ივლისს სტუმრობდა. 

შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი საქართველლოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში გადათხრილი გზების გამო საპროტესტო აქციებს და პერფორმანესებს ხშირად აწყობს. 


Print