ახალი ამბები
ყავა ბანანით - უცნობი და გრილი გემო
FaceBook
ყავა ბანანით - მარტივი და საოცარი გადაწყვეტაა ზაფხულის ცივი დღეებისათვის.
ეს სასმელი გამორჩეული გემოს გარდა, თავს სასარგებლო და გამამხნევებელი თვისებებითაც დაგამახსოვრებთ, რადგან მასში ბევრი სასარგებლო პროდუქტია. 

გთავაზობთ ერთი ჭიქა ყავის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებს. 

ინგრედიენტები: 


1 კოვზი დაფქული ყავა -  ესპრესო 

წყალი - ნახევარი ჭიქა

რძე - ნახევარი ჭიქა 

ბანანი - 1 ცალი 

თაფლი - 1 ჩაის კოვზი

მწიკი ვანილი 

დარიჩინი - მეოთხედი ჩაის კოვზი

შაქარი - გემოვნებით


მომზადების წესი:

ყავა წყალთან და შაქართან ერთად წამოადუღეთ, გადაწურეთ და გააცივეთ. 

ბლენდერში ჩაჭერით ბანანი, ჩაასხით გრილი ყავა, რძე, დაამატეთ თაფლი, დარიჩინი, ვანილი და ადღვიბეთ აქაფებამდე. 

სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ყინული, გადაიტანოთ ჭიქაშ,  მორთოთ გახეხილი შოკოლადით.

მიირთვით გემრიელად.   


Print
თეგები: #ყავა