გართობა
სამი ფილმი აპრილის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით, საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოები სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოსეს უიქენდები შეიძლება სულაც მიუზიკლებს დაუთმოთ. ამ ჟანრში ბევრი მშვენიერი ფილმი, უფრო მეტიც, შედევრია, გადაღებული. მაგალითად, ბობ ფოსის "კაბარე", საუკეთესო მაგალითი როგორ უნდა გადაიღო ქორეოგრაფიული ნომრები კინოში და როგორ შეიძლება მუსიკით და ქორეოგრაფიით მოყვე ძალიან მნიშვნელოვანი ამბები.



რადგან საზოგადოება სააღდგომო მარხვის მდგომარეობაში და აღდგომის დღესასწაულის მოლოდინშია, შეიძლება იმ ფილმების ნახვა, რაც ამ თემას ეხმიანება. მაგალითად,
ენდრიუ ლოიდ ვებერის "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" ფილმი იმის შესახებ რომ ყველა ჟანრს, მიმდინარეობასა და ეპოქას შეიძლება ყავდეს "თავისი" ქრისტე - თანამედროვე, ახლობელი და ავთენტური.




"ჩიკაგო" ,მშვენიერ მიუზიკლად ითვლება. მართალია მე დიდად არ მიყვარს, მაგრამ იქნებ თქვენ მოგეწონოთ. 


Print
თეგები: #კააბრე