გართობა
სამი ფილმი მარტის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით, საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ, შაბათ-კვირის საღამოები, სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს.

ვისაც ილუზიონის ეპოქა ახსოვს, ის ფილმებიც ემახსოვრება, რასაც მაშინ ეს გადაცემა სთავაზობდა საბჭოთა პუბლიკას, გემოვნება არ ღალატობდა გადაცემის ავტორს ოთარ სეფიაშვილს, ილუზიონს მართლაც მოჰქონდა სინათლე საბჭოთა სიბნელეში, ყოველ შემთხვევაში სინათლის ილუზია მაინც.

ილუზიონის ეპოქის ფილმია კლოდ ლელუშის ქალი და მამაკაცი, მისი, ალბათ, ყველაზე კარგი ფილმი არც თუ პატარა კინომემკვიდრეობიდან. ფილმი 40 და შესაძლებელია 30 წელს გადაცილებულებსაც კარგად დავიწყებულ სიახლედ შეიძლება მოევლინოს.




ელვირა მადიგნი შვედი ბუ ვიდერბერგის ცნობილი ფილმი - სხვადასხვა გამოკითხვების შედევრადაც აღიარებული ფილმი, ასევე, "ილუზიონის" ეპოქიდან . მაყურებლისთვის ესეც აღმოჩენად შეიძლება იქცეს.



ეტორე სკოლას ფილმს "როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი" შეუძლია დიდი ნოსტალგია აღმძრას უფროს თაობაში. იტალიელი რეჟისორის ეს ფილმი, სიყვარულსა და მეგობრობაზე, არც უმცროს თაობას დატოვებს გუგლრილს.


Print