ახალი ამბები
როგორ იმუქრებიან გულმოსული იმერლები – გამოთქმები, რომლებზეც ბევრს იხალისებთ
FaceBook
გულმოსული იმერელი, ზოგჯერ გაბრაზებასაც კუთხური გამოთქმებით გამოხატავს. 

გთავაზობთ ფრაზებს, რომლითაც ნაწყენი იმერელი ილანძღება, ან უარეს შემთხვევაში იწყევლება: 

ჯანდაბა – სიტყვა, როდესაც ბრაზის დროს გამოიყენებენ. 

დოზანა  – ჯანდაბას მეგობარი სიტყვა, როდესაც ერთდროულად აღნიშნავენ აღშფოთებას, გაბრაზებას. 

გადაშენდი – გაქრი, გამეცალე.

გადაგიშენდა დამსმელი  და დამბადებელი – ლანძღვა ადამიანის მშობელის მისამართით. 

მეისპო შენი სახსენებელი  – იგივე, რაც გადაშენდი. 

გამოვუქნი წარბებს – ჭკუას ვასწავლი.

გამეიარე შენ არ გეიარე – სწრაფად იარე, გამოადგი ფეხი.

ისე დაგჟვერამ გვერდებს ვერ აწევ – როდესაც ცემით იმუქრებიან.

თუ ავენთე და დაგენთე გაცილდები ცხრა მთას – გაბრაზებული იმერელის მუქარა.  

თუ წაგისილაქე თავი წაგძვება - თავში წამოარტყმით დამუქრება. 

სანამ ლამაზი ხარ, გაძუძგე აქედან – ცემით დამუქრება.

კისერი გიტეხია და კინჭხი მიგიყოლებია – თუ არ დამიჯერებ, კარგი არაფერი მოგივა. 

ცეცხლი ჭამე, მდუღარე მიაყოლე – წყევლის ერთგვარი ფორმა.

შენ წაგექცა ჭიშკარი და შენს კიბეზე ამოსულა ბალახი – როდესაც ოჯახს ცუდს უსურვებენ. 

გაწყდით და ამეითაქეთ ერთ დღეს სუყველა – როდესაც ოჯახს ცუდს უსურვებენ.

მამიჩემის მამას მიეწიე  – წყევლის ფორმა.

სიკვდილში ჩაგიდგამ ფეხებს  – სიკვდილით დამუქრება.

 

Print