გართობა
სამი ფილმი დეკემბრის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოები სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს

წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად კინო მუდმივად მზადყოფნაშია. მათ შორის სწორედ არასაახალწო თემატიაკზე შექმნილი ფილმები. კომედიები, გადაღებული ჟანრის საუკეთესო ტრადიციებით.

დიდი გასეირნება ჟერარ ურის ფილმი ბურვილისა და ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით სწორედ ასეთი კომედიაა, რომელიც საბჭოთა ბავშვობას ბევრს უმხიარულებდა.



შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო სტენლი კრამერის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა. ფილმი, რომელიც შეშლილ კაცობრიობას ყველაზე უარყოფით თვისებებზე ყველაზე მხიარულად ყვება.




იტალიელი დინო რიზის "წმინდა იანუარი" ნინო მანფრედით მთავარ როლში,  ნეაპოლის მთავარ მფარველ წმინდანზე, ნეაპოლელ მაფიოზებსა და ამერიკელ მძარცველებზე შექმნილი ფილმია. „იანუარი“ იმასაც გვიჩვენებს რომ წმინდანებზე ხუმრობა შეიძლება. 


Print