გართობა
სტაფილოს ფხალის რეცეფტი – რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოა
FaceBook
სტაფილოს ფხალის ბევრნაირი რეცეფტი არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ფხალის ადვილად მომზადების წესს. რაც მთავარია, ფხალი გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა.
ინგრედიენტები:

სტაფილო (საშუალო ზომის) – 1 კგ.
ნიორი – 3კბილი
ხახვი – 3 საშუალო ზომის ხახვი
საცივის სურნელება – 1 სუფრის კოვზი
ქინძი – ნახევრი კონა
ძმარი – 2 სუფრის კოვზი
გატარებული ნიგოზი – ნახევარი ჩაის ჭიქა
ზეთი – 3 სუფრის კოვზი
მარილი და წიწაკა გემოვნებით.


მომზადების წესი:

კარგად გარეცხილ სტაფილოს დავასხათ ცივი წყალი მარილთან ერთად. (მარილიანი წყალი სტაფილოს უნარჩუნებს ცოცხალ ფერს.)

სტაფილო ვხარშოთ ოდნავ დარბილებამდე (წამოდუღებიდან დაახლოებით 2–3 წუთი. ბოსტნეულს არ ვხარშავთ ბოლომდე, რადგან შეინარჩუნოს ბუნებრივი, სასარგებლო თვისებები).

მოხარშული სტაფილო გადავიტანოთ საწურზე. ვიდრე სტაფილო გაცივდება, დავჭრათ ხახვი და ნიორი, დავჭრათ წვრილად და ვშუშოთ ზეთში იქამდე, ვიდრე ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს.  

სტაფილო გავთალოთ და გავხეხოთ სახეხზე. (ასევე, შეგიძლიათ დაჭრათ წვრილ კუბიკებად.)

შემდეგ მოშუშული ხახვი და ნიორი, დაჭრილი ქინძი, ნიგოზი, ძმარი და საცივის სუნელი კარგად ვზილოთ ხელით და ავურიოთ გახეხილ სტაფილოში.

მომზადებულ კერძს, წიწაკა და მარილი დავამატოთ გემოვნებით.

რეცეფტი "ქუთაისიპოსტს" ქ–მა იამ მოაწოდა.

Print