გართობა
სამი ფილმი ნოემბრის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

განსაკუთრებით შემოდგომაზე.

სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოები სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს

ნოემბრის რომელიმე უიქენდი სრულიად ლეგიტიმურად შეიძლება მხოლოდ ჯეინ ოსტინის ფილმების ეკრანიზაციებს დაეთმოს. "სიამაყე და ცრურწმენა" არა მხოლოდ რომანტიკოსებმა და ამაოდ მეოცნებეებმა, არამედ ცივმა პრაგმატიკოსებმაც აღიარეს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად. არც ამ ნაწარმოების მიხედვით განხორციელებული ეკრანიზაციები გამოვიდა ურიგო.




"გრძნობა და მგრძნობელობა" როგორც ჩანს სხვადასხვა რამ არის და შუა უზის დიდი ზღვარი. რამდენად დიდია ეს ზღცარი მაყურებელმა განსაჯოს ჯეინ ოსტინის ამ რომანის ეკრანიზაციის მიხედვით.




"ემა" მშვენიერი ამბავი სიყვარულსა და შეცდომებზე. შეცდომები მოსული და გამოსწორებადი ამბავიაო აქაც გვარწმუნებენ - მითუმეტეს, როდესაც საქმეში სიყვარულიც ერევა.

Print