გართობა
სამი ფილმი ნოემბრის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

განსაკუთრებით შემოდგომაზე. სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოებს სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს.

"დამაბი" ეს არის ესპანელი პედრო ალმოდოვარისეული სიყვარულის განწყობა. ფილმი გატაცებაზე, ძალადობასა და სიყვარულზე. ახალაგზრდა ვიქტორია აბრილითა და ანტონიო ბანდერასით მთავარ როლში თქვენს ნოემბრის საღამოებს უცნაურ და არც თუ ტიპიურ განწყობას შემატებს.



"კარგი საყვარელი არასდროს ფიქრობს საკუთარ სიამოვნებაზე, იგი პარტნიორზე ფიქრობს. ალფრედ ჰიჩკოკი ყოველთვის მაყურებლის სიამოვნებაზე ფიქრობს. იგი საუკეთესო "საყვარელია", ეს ფრანსუა ტრიუფომ თქვა ალფრედ ჰიჩკოკზე. როგორი "საყვარელია" ჰიჩკოკი შეგიძლიათ ნახოთ ფილმში "ფანჯარა ეზოს მხარეს".



ლეგენდარული ჰაიაო მიაძაკის ერთ- ერთი საუკეთესო ანიმე "კიკის საფოსტო სერვისი" მომხიბვლელე და მიმზიდველ სამყაროში წაგიყვანთ, საამისოდ ნოემბრრის ქარს უნდა მიენდოთ



Print