ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 65 000-მა ამომრჩეველმა
მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41.6%-ია.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ #59-ე ოლქში 38
საჩივარი შევიდა, რომელთაგან უმრავლესობა (12 საჩივარი) საიას
ეკუთვნის.
"2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მაღლი აქტივობა ქუთაისში არ
ყოფილა. არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო
გარკვეული შეხლა-შემოხლა და პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს
საარჩევნო პროცესების თანმდევია," - აცხადებს ქუთაისის საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 20
საათზე შეწყდა.
2018 წლის 28 ოქტომბრის აარჩევნებში ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156
051 ამომრჩეველი.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები