გართობა
ქათმის ფილეს უცნობი და გემრიელი კერძის რეცეფტი, რომელსაც 15 წუთში მოამზადებთ (ფოტო)
FaceBook
ქათმის ფილეს უმარტივესად მოსამზადებელი კერძი, ვერავის დატოვებს გულგრილს. ასე, რომ დიასახლისებო  ღირს მოსინჯოთ.


ინგრედიენტები: 

1 კილოგრამი ქათმის ფილე
2 საშუალო ზომის ხახვი
2–3 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ზეთი
1  ცალი პომიდორი, ან ნახევარი სუფრის კოვზი ტომატპასტა
400 გრამი არაჟანი
ნახევარი ჭიქა წყალი
1 ჩაის კოვზი საცივის სურნელი
ნახევარი ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (ზაფრანა)
მარილი ერთი ჩაის კოვზი გემოვნებით

მომზადების წესი:

ხახვი და ნიორი დავაბლენდეროთ, დაბლენდერებული მასა ოდნავ მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე ქვაბში ერთ სუფრის კოვზ ზეთთან ერთად და 2 წუთის განმავლობაში. მიღებულ მასას დავამატოთ საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე და თავდახურულ ქვაბში ვშუშოთ ხუთი წუთი.

ბლენდერში ჩავასხათ არაჟანი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი საცივის სუნელი, ასევე ნახევარი ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, (იგივე ზაფრანა) ერთი ცალი გაჭყლეტილი პომიდორი, ან ტომატპასტა და ნახევარი ჭიქა წყალი. ავდღვიბოთ და მიღებული მასა დავამატოთ ქვაბში. ყველაფერი ერთად  ვადუღოთ მაღალ ცეცხლზე 10 – 15 წუთი. როცა მასა შესქელდება კერძი უკვე მზადაა.



რეცეფტი "ქუთაისიპოსტს" თავად კერძის ავტორმა, ქ–მა იამ მოაწოდა.

 

 


Print