გართობა
3 ფილმი ოქტომბრის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

განსაკუთრებით შემოდგომაზე. სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ, და მათ, შაბათ-კვირის საღამოები სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს.

"მთრთოლვარე სხეული" პედრო ალმოდოვარის ფილმი, რომელიც ცოტა არ იყოს და "ჩაიკარგა" ალმოდოვარის დიდ ფილმებში. ალმოდოვართან ყველა თემა ერთად იყრის თავს დიდი ვნებები, კიჩი, ჰიჩკოკი, დეტექტივი, მელოდრამა, დედის მომენტი. ფილმი საინტერესო აღმოჩენა იქნება კინოს მოყვარულთათვის. 



შემოდგომა არაფერ შუაშია, თუმცა არც წელიწადის ამ დროისთვის დაიწუნება იაპონელი ტაკეში კიტანოს ფილმი "კიკუჯიროს არდადეგები". ბავშვისა და დიდების მეგობრობის ისტორია. როგორ ეხმარებიან მეგობრები სახლიდან გაქცეულ კიკუჯიროს იპოვოს დედა. იაპონელი რეჟისორის მიერ დიდი ოსტატობით გადაღებული ფილმი გულგრილს არავის დატოვებს.



"ღამე დედამიწაზე" ჯიმ ჯარმუში რამდენიმე ქალაქში გამოგზაურებთ და რამდენიმე მოკლე ისტორიას მოგიყვებათ ტაქსის მძღოლების ცხოვრებიდან. ფილმი აერთიანებს საუკეთესო მსახიობებს და აჩვენებს მასტერ კლასს - მოკლე ამბებში როგორ ჩაატიო დიდი ისტორიები. 


Print