გართობა
55 იმერული სიტყვა, რომელზეც ბევრს იხალისებთ
FaceBook
ცნობილი იმერული იუმორი კარგად სჩანს კუთხურ დიალექტშიც. გთავაზობთ იმერულ სიტყვებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ, მაგრამ აუცილებლად გაგახალისებთ.


1. ამოიდუგა, ამოითაქა - როცა ვინმეს განადგურებას უსურვებენ.
2. ატრუებული - შარზე მყოფი ადამიანი.
3. ამაწიკიე - ამაწევიე.
4. აბოჭე - აკრიფე.
5. უყლუწუნებს - სვამს.
6. ბონძღი - სასაცილო.
7. ბურჭალობს - თამაშობს.
8. გაპიპინებული - პირთამდე სავსე.
9. გამობლუწუნებული - მთვრალი.
10. გადაიგლიჯინა - გადაირბინა.
11. გადუდღნული - გაჭუჭყიანებული.
12. გამოვსისტიკინდი - ბევრი ვჭამე.
13. გაითხლიშა - ბევრი დალია.
14. გადასკვინტილებული - ხელფეხ გადაჯვარედინებული.
15. გააცუცურაკა - მოატყუა.
16. გაბღენძილი - მედიდური.
17. გადაცხინკილება - დაცემინება/ლუკმის გადაცდენა.
18. გადავიხლიწინე - ჩქარა გადავირბინე.
19. გასკვანჩული - შეკრული/გაკრული.
20. გამოსკვანჩული - საგულდაგულოდ გაპრანჭული. 
21. გაიძუძგა, მოძუძგე - გაიპარა, აბა გამასწარი.
22. გავისესე - დავნაყრდი.
23. გამოიშვინტილებს - გამოიფხიზლებს.
24. დაკვინტრიშებს - დახტის.
25. დაკუნტული - წელში მოხრილი.
26. დაფსხლიკული - დაბალი, პატარა.
27. დაიყანთრება - აქეთ იქეთ დადის.
28. დაუქიქინა - ნიავმა დაუბერა.
29. დავეძნეყვე - დავეცი.
30. დაბაჩუნობს - რბილად დადის.
31. დაპიწკინებული - კარგად შემწვარი.
32. დაკვარკვალიტებული - დაგრეხილი.
33. დაფოთიალობს - ეძებს.
34. დაიჯღვარკება - უშნოდ დადის.
35. დაიპარჭყება, დაიკვანწება - ზედმეტად გაპრანჭულად დადის.
36. დაგჟვერავ - გცემ.
37. დაიღვრიჭინა - დაიბანა.
38. თაქი - ჩხუბი.
39. ზმურტლიანი - ბინძური, ჭუჭყიანი.
40. მოკვარახჭინება - საქმის მოგვარება.
41. თხლეშა - ძლიერი წვიმა.
42. კვახი - გოგრა.
43. ლაქი-ლუქა - ტყუილებით, ამაოდ მოლაპარე.
44. მოყირჭებული - ყელში ამოსული.
45. რავა - როგორ.
46. სირისტიანი - ნესტიანი, ან და ხშირად მოავადე ადამიანი.
47. ქენქერა - დაბნეული.
48. კინკილა - ერთი ცალი, ერთი, მარტოსული.
49. პელენწუკა - უგემოვნო ადამიანი.
50. ჩეიკუნცხე - ჩაიცუცქე.
51. დაქექილი - მოხერხებული ადამიანი.
52. წიწკვი - გამხდარი.
53. უტიე - აცადე, გზა უთმე.
54. საცხა - სადღაც.
55. რაცხა - რაღაც.

p.s. მკითხველს შეუძლია მოგვაწოდოს ის სიტყვები, რომელიც ჩამონათვალში არ არის.
Print