გართობა
კვირის კითხვა - ჩაერთე ვიქტორინაში, მოიგე პრიზი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ ვიქტორინის მომდევნო კითხვას. თითოეულ კითხვას თავისი სპონსორი ჰყავს.

დასმულ კითხვაზე პირველი სწორი პასუხის ავტორი პრიზს მიიღებს.

"ქუთაისიპოსტი" ვიქტორინის კითხვებს ვებგვერდზე (kutaisipost.ge) გამოქვეყნებული მასალებიდან შეარჩევს.

ვიქტორინის კითხვა "ქუთაისიპოსტის" ვებვერდზე გამოქვეყნდება ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე.

გამოქვეყნებული კითხვის ბმული გაზიარდება "ქუთაისიპოსტის" ფეისბუქ გვერდზე (kutaisipost). ვიქტორინაში მონაწილეებმა პასუხები ბმულის ქვემოთ, კომენტარის სახით უნდა დატოვონ.

ვიქტორინაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა მკითხველს ქონდეს სოციალურ ქსელში რეალური პროფაილი, უნდა ხდებოდეს მისი ინდენთიფიცირება.

გთავაზობთ ვიქტორინის მორიგ კითხვას. სწორი პასუხის ავტორს საჩუქრად გადაეცემა 100 ლარის ღირებულების კოსმეტიკური პროდუქციის ნაკრები, რომელიც
კომპანია "ეივონის" იმერეთის ზონის მენეჯერმა, ელისო ფრუიძემ დააწესა.

ვინ არიან უხილავ ბარიერებთან მებრძოლი გოგონები და რისი სურვილი აქვთ მათ?

ვიქტორინის შემდეგი კითხვა გამოქვეყნდება 19 აგვისტოს, 12 საათზე.

მომდევნო კითხვის სპონსორია:

ქუთაისის საცურაო კომპლექსი "ლაგუნა", რომელმაც გამარჯვებულისთვის 100 ლარის ღირებულების აბონომენტი დააწესა.
Print