გართობა
ქუთაისში ფლამენკოს მასტერკლასი ჩატარდება
FaceBook
21-22 ივლისს, ქუთაისში flamenco-ს მასტერკლასი ჩატარდება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

მასტერკლასი ახალგაზრდული ცენტრში გაიმართება, 18 საათზე.

საქართველოში ფლამენკოს მასტერკლასის ჩასატარებლად სპეციალური მოწვევით იმყოფება კანარის კუნძულებიდან flamenco-ს აკადემიის დამაარსებელი და მოცეკვავე.

ხენარო არტეაგამ ფლამენკოს ცეკვა 18 წლის ასაკში დაიწყო მადრიდში. 1998 წელს, მიენიჭა წლის საუკეთესო მოცეკვავის წოდება, პენიაბენეფიკას ალამანკას მიერ. 45 წლის ასაკში, კანარისკუნძულ ტენერიფეზე გახსნა მისი სახელობის ფლამენკოს სკოლა - აკადემია, სადაც დღემდე ასწავლის ფლამენგოს და ესპანურ ცეკვებს.

საქართველოში ფლამენკოს მასტერკლასები უკვე ჩატარდა თბილისში, ბათუმსა და დუშეთში. ღონისძიების ორგანიზატორია ლაშა მძინარაშვილი. 

Print