გართობა
წყალტუბოში ,,ახალგაზრდული ფესტივალი’’იმართება - ღონისძიებათა პროგრამა
FaceBook
წყალტუბოში "ახალგაზრდული ფესტივალი 2018" მიმდინარეობს. 

ღონისძიებაში ახალგაზრდები იმერეთის 7 მუნიციპალიტეტიდან (ხონი, ვანი, სამტრედია, ტყიბული, ხარაგაული, თერჯოლა, ქუთაისი) არიან ჩართულნი.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეები ოტია იოსელიანი სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ამ დროისთვის სასტუმრო "პრომეთეში" იმართება დისკუსია მოზარდებში ბულინგის თემაზე.

• 15:00-17:00 სთ ცივი ტბის საცურაო აუზები- „Pool Party“

• 17:00 ქუჩის კალათბურთი „Street Ball“ (ვაჟებს შორის)

• 17:30 სთ. შემოქმედებითი ხეივნის გახსნა სადაც მოეწყობა თემატური ნახატები და ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

• 17:40 სთ. პოეზიის საათი „კარვების ქალაქში“

• 19:30- კლასიკური მუსიკის კონცერტი: მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის მონაწილეობით, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი -პიანისტი ,საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი -შორენა ცინცაბაძე. საქართველოს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი -გიორგი რევიშვილი.

• 20:30 სთ. ფერების ფესტივალი-Festival Of Colors

• საღამოს დაასრულებს DJ

Print