გართობა
წყალტუბო "Art-გენი 2018-ს" მასპინძლობს
FaceBook
27 ივნისს წყალტუბოში ფესტივალი "Art-გენი 2018-ი" გაიმართება. ფესტივალი 17:00 საათიდან  ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში დაიწყება. 

დღის განმავლობაში გაიმართება  ქართული საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნების" საჩვენებელი წარმოდგენა, ასევე, ფოლკლორული კონცერტი - რეგიონული ანსამბლების მონაწილეობით.

დღის ბოლოს კონცერტს გამართავს ჯგუფი "რეგიონი" .

სპეციალურად ამ დღისთვის, უფასოდ იმუშავებს წყალტუბოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ხაზი.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
Print