გართობა
12 თებერვალი - აბრაამ ლინკოლნისა და რუსული არყის დაბადების დღე
FaceBook
12 თბერვალს გაერო დარვინისა და ბავშვი - ჯარისკაცების დღეს აღნიშნავს.

ამერიკაში რიგ შტატებში აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეს აღნიშნავენ. აშშ-ში კი ქორწინების თავისუფლებას მიაგებენ პატივს.

881 წელს კარლს III მსუქანმა რომის პაპიდან მიიღო გვირგვინი და დასავლეთის მეფის ტიტული.

1429 წელს ქალაქ ვოკულერის კაპიტანთან რობერ დე ბოდრიკურთან მივიდა 17 წლის გოგონა სოფელ დომრემიდან, რომელიც შამპანისა და ლითარინგიის საზღვარზე მდებარეობდა, და განუცხადა, რომ სწორედ მას უწერია იმის შესაძლებლობა მოხსნას ალყა ორლეანს, აიყვანოს დოფინი ტახტზე და გაათავისუფლოს საფრანგეთი დამპყობლებისგან. ამ დღიდან იწყება ჟანა დ არკის ეპოპეა.

1502 წელს კასტილიიდან ის მავრები განდევნეს, რომელთაც არ მიიღეს ქრისტიანობა.

1554 წელს ჯეინ გრეი "დედოფალი ცხრა დღით", ძალაუფლების უზურპაციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს, მას და მის ქმარს ლონდონში თავი მოკვეთეს.

1797 წელს იოზეფ ჰაიდნმა დაწერა ჰიმნი "ღმერთო დაიცავი კაიზერი", რომელიც გახდა ავსტრიის ინპერიის ჰიმნი.

1810 წელს ნაპოლეონმა დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მოქმედი იყო 1994 წლამდე.

11818 წელს ჩილემ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1864 წელს დიმიტრი მენდელეევმა დაიცვა დისერტაცია " სპირტის წყალში შერევის შესხებ". მიჩნეულია რომ ამ დისერტაციაში ჩადო რუსული არყის რეცეპტი.

1908 წელს ინგლისში შეიმუშავეს კანონი, რომელიც აჯარიმებდა ყველა იმ პირს, ვინც ბავშვებს სიგარეტის მოწევის უფლებას აძლევდა.

1924 წელს ნიუ-იორკში პრველად შესრულდა ჯორჯ გერშვინის "ცისფერი რაფსოდია".

1994 წელს ნორვეგიის ეროვნული მუზეუმიდან მოიპარეს ედვარდ მუნკის ნახატი "ყვირილი",  რადენიმე თვის შემდეგ ნახატი დააბრუნეს.

Print
თეგები: #12 თებერვალი