გართობა
10 თებერვალი - ბაღდადის დაცემისა და ისლამური ოქროს ხანის დასასრულის დღე
FaceBook
10 თებერვალი დიდი დღეა მონღოლებისთვის.

1258 წლის 10 თებერვალს მონღოლებმა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ბაღდადი აიღეს.

დაიღუპა 100 ათასზე მეტი მოქალაქე. მონღოლების ბაღდადში შეიჭრით დასრულდა ისტორიაში ერთი დიდი ეპიქა, რომელიც ისლამურ ოქროს საუკუნითაა ცნობილი.

1306 წელს გაიმართა ბრძოლა შოტლანდიურ კლანებს შორის. სადაც რობერტ ბრუსმა დაამარცხა კომინების კლანი. რითაც ანტიინგლისური მოძრაობის ლიდერი გახდა შოტლანდიაში. რობერტმა მიიმხრო შვიდი შოტლანიური კლანი და 1306 წლის 25 მარტს შოტლანდიის მეფედ აკურთხეს.

1354 წელს წმინდა სქოლასტიკას დღეს ოქსფორდში დაპირისპირება მოხდა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადგილობრივ მოქალაქეებს შორის. სადაც დაიღუპა 63 სტუდენტი და 30 მოქალაქე.

1810 წელს მეფე ალექსანდრე I-მა პირველმა უარი შეუთვალა ნაპოლეონს, პავლე I -ის ქალიშვილის ანა პავლოვნას ცოლობის თხოვნაზე.

1942 წელს მსოფლიოში პირველი ოქროს დისკი გადაეცა მუსიკოს გლენ მილერს.

1947 წელს პარიზში ხელი მოეწერა შეთანხმებას მშვიდობაზე მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულ სახელმწიფოებსა და ჰიტლერის მოკავშირე სახელმწიფოებს შორის (იტალია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეტი, ფინეთი).

1994 წლის 10 თებერვალს შეიქმნა ბრაზილიის კოსმოსური სააგენტო.

1998 წელს აზერბაიჯანში გაუქმდა სიკვდილით დასჯა, რომელიც სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

2009 წელს ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრებს შორის ისტოიაში პირველი დაჯახება მოხდა.

Print
თეგები: #10 თებერვალი