გართობა
თავისუფალი ვარდნა ოთხი ათასი მეტრიდან - სათავგადასავლო ტურიზმი ქუთაისის აეროპორტიდან
FaceBook
სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის ქუთაისის აეროპორტი ფრენებს დუბაის მიმართულებით განხორციელებს.

დუბაი მომხმარებლებს ე.წ. სქაიდაივინგს ( პარაშუტით ხტომა) სთავაზობს, რაც 4000 მეტრი სიმაღლიდან თავისუფალ ვარდნას გულისხმობს.

"თუ ექსტრემის მოყვარული ხართ, ასეთი სიმაღლიდან ვარდნის შეგრძნება არასოდეს დაგავიწყდებათ," - ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის ოფიციალურ სოციალურ გვერდზე.

ფრენები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 14 ივნისიდან შესრულდება.

ვიზეარი რეისს კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და შაბათს განახორციელებს. 

ბილეთის ღირებულების ნახვა სასურველი თარიღის მიხედვით შეგიძლიათ ვებგვერდზე www.flydubai.com

ექსტრემალური ტურის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილით ბმულზე : www.skydivedubai.ae


Print