გართობა
2018 წელს მსოფლიოს მოსანახულებელ ქვეყნებს შორის საქართველო დასახლედა
FaceBook
"ფუმფულა ხინკალი და ადგილობრივების ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა" - 2018 წელს მსოფლიოს მოსანახულებელ ქვეყნებს შორის საქართველო დაასახელა.
ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნების სია nationalgeographic - მა გამოაქვეყნა.

გამოცემის რედაქტორების რჩეულ 21 ქვეყნის ჩამონათვალში საქართველო მესამე ადგილს იკავებს.

"შეიგრძენით ძველი თბილისის ნამდვილი შარმი," - ასე აფასებენ საქართველოს დედაქალაქს nationalgeographic - ის თანამშრომლები.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ განვითარება საქართველოს დედაქალაქის ვიზუალურ მხარეს თავბრუდამხვევი ტემპით ცვლის.

"ფუმფულა ხინკალი და ადგილობრივების ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა თავისებურ ელფერს სძენს ქაოტურ ქალაქს," - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოსთან ერთად, 2018 წელს მოსანახულებელ ქვეყნებს შორის ავსტრალია, მექსიკა, ჰავაი, შვეიცარია, ირლანდია და სხვა დიდი ქვეყნები დასახელდა.

სრული ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე:


Print