ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო ფილმების ჩვენება გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, მონ პლაზირის თაღთან საახალწლო ფილმების ჩვენება გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება ფრანკ კაპრას "ეს მშვენიერი ცხოვრება".

ეს კეთილი და ახალი წლის მაგიით გაჟღენთილი ფილმი საუკეთესო საახალწლო სურათების ლიდერია 1946 წლიდან. ფილმის მთავარი გმირი - ჯორჯ ბეილი მთელი ცხოვრება სხვისთვის ცხოვრობდა. ყოველთვის მზად იყო დაეთმო საკუთარი ინტერესები, იმისთვის., რომ სხვები გაეხარებინა. უარი თქვა კოლეჯის სტიპენდიაზე იმისთვის, რომ მის ძმას ესწავლა, საკუთარი საქორწილო მოგზაურობისთვის გადადებული ფული კი ქალაქის ინტერესებს შეწირა. მაგრამ ერთ დღეს მის ცხოვრებაში დგება ძალიან მძიმე მომენტი, როდესაც სასოწარკვეთილებისაგან თავის მოკვლას გადაწყვიტავს და სწორედ ამ დროს მას მხსნელად მის მიერ.

ჩადენილი კეთილი საქმეები და ერთი გზააბნეული ანგელოზი მოევლინებიან.

ჩვენება 3 იანვარს, 18 საათზე დაიწყება.

აღნიშნული ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
Print