გართობა
21 დეკემბერი - კალათბურთის პირველი მატჩის და რადიუმის აღმოჩენის დღე
FaceBook
21 დეკემბერი არც თუ სასიამოვნო დღედ იქცა რიჩარდ ლომგულისთვის. 1192 წლის 21 დეკემბერს იგი ვენის მახლობლად ჰერცოგმა ლეოპოლდმა ტყვედ ჩაიგდო.

1891 წელს სპრინგფილდის კოლეჯში 18 მა სტუდენტმა მსოფლიოში პირველებმა გამართეს კალათბურთის მატჩი.

1898 წელს პიერ დ ა მარი კიურიმ ქიმიური ელემენტი რადიუმი აღმოაჩინეს.

ამავე წელს აშშ-მ ფილიპინებში სამხედრო მმართველობა დაამყარა.

1913 წელს ნიუ -იორკში გამოცემულ გაზეთში "ნიუ -იორკ ვორდში" პირველად გამოქვეყნდა კროსვორდი, რომელიც არტურ უინმა მოამზადა.

1925 წელს მოსკოვში ჯავშნოსანი პოტიომკინის პრემიერა გაიმართა.

1937 წელს გაიმართა პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმის "ფიფქია დ ა შვიდი ჯუჯას" პრემიერა.

1958 წელს შარლს დე გოლი გახდა მეხუთე ფრანგული რესპუბლიკის პრეზიდენტი.

1970 წელს რიჩარდ ნიკსონი თეთრ სახლში ელვის პრესლის შეხვდა.ამით მისი დავარდნილი რეიტინგის ამოქაჩვას შეეცადა.

2012 წელს იუთუბზე ერთი ვიდეოს ნახვამ პირველად გადააჭარბა მილირდს. ეს კლიპი Gangnam Style გახლდათ.

Print
თეგები: #21 დეკემბერი