გართობა
3 ნოემბერი - რადიოსიგნალ SOS-ის დაბადების დღე
FaceBook
3 ნოემბერი ოცამდე წმინდანის და ერთი უწმინდურის დღეა.

როგორც აღმოჩნდა 1888 წლის 3 ნოემბერი სერიული მკვლელის ჯეკ მფატრავის ბოლო მკვლელობის დღეა.

1897 წელს არ გაუმართლა გამომგონებელ დევიდ შვარცს. მისი კონსტრუირებული დირიჟაბლის პირველი აფრენა ბერლინში მისი დაზიანებითა და დამტვრევით დასრულდა.
სამაგიეროდ, 1905 წელს ფინეთმა მიიღო ავტონომია.

1906 წელს ბერლინში ხელი მოეწერა საერთაშორისო რადიოტელეგრაფიული კავშირის წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვით კატასტროფის მანიშნებელი რადიოსიგნალი იქნებოდა SOS ( Save Our Souls)

1907 წელს საფრანგეთში პირველად აფრინდა ვერტმფრენი.

1928 წელს თურქეთი არაბულიდან ლათინურ შრიფტზე გადადის.

1935 წელს პლებისციტზე საბერძნეთის მოსახლეობის 97% მა თანხმობა განაცხადა მონარქიის აღდგენაზე.

1936 წელს ფრანკლინ დელანო რუზველტი მეორე ვადით აირჩიეს აშშ-ს პრეზიდენტად.

1954 წელს იაპონიის ეკრანებზე პირველად გამოვიდა ფილმი "გოძილა".

1963 წელს კოსმონავტებმა ანდრეი ნიკოლაევმა და ვალენტინა ტერეშკოვამ იქორწინეს.

1969 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ნიკსონმა სამხრეთ ვიეტნამიდან ჯარების გმოყვანის პირობა დადო.

1992 წელს ბილ კლინტონი პრეზიდენტად აირჩიეს.

Print
თეგები: #3 ნოემბერი