განათლება
„იმპრესიო“ ბავშვთა უფლებებისთვის - ქუთაისში რესპუბლიკური საბავშვო პლენერი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში რესპუბლიკური საბავშვო პლენერი "იმპრესიო" მუშაობას შეუდგა. პლენერის თემას ბავშვთა უფლებები წარმოადგენს.

"პლნერის მიზანი ნიჭიერი მხატვრების გამოვლენა, სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციაა", - აღნიშნა ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერმა თემურ ცამციშვილმა.
პლენერის პირველი დღე ახალგზრდული ცენტრის აღსაზრდელების შემოქმედებას მიეძღვნა. პლენერში მოანწილეოაბს ოცამდე სკოლა მიიღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. "ჩვენს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დამყარდეს პროფესიული კონტაქტები რეგიონის სამხატვრო სკოლებს შორის.", - განმარტავს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.
პლენერს აწყობს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს კულტურის და ძელგთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. პლენერი ათი დღე გაგრძელდება და 10 ივნისს შემაჯამებელი გამოფენით დასრულდება.

Print