განათლება
სწავლება თამაშით - სკოლებში ახალი მეთოდის დასანერგად 50 ათასი ლარია განსაზღვრული
FaceBook
საქართველოს განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშის შეტანას იწყებს.
საჯარო სკოლებში  თამაშები მე- 2 - 6 კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. უწყების ინფორმაციით, ახალი მეთოდის დანერგვის მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაა. 

"ეს მოსწავლეს განუვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას აუმაღლებს. გარდა ამისა, გაორმაგდება უკვე დანერგილი თავისუფალი გაკვეთილები," - ნათქვამია განათლების სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი მეთოდის დანერგვისთვის 50 000 ლარია განსაზვრული, უწყებას სამაგიდო თამაშები ტენდერის გზით უნდა შეისყიდოს. თამაშებზე სახელმწიფო შესყიდვა ორ ტენდერად უკვე გამოცხადებულია. ორივე სახელმიფო შესტყიდვა 2 000 - 2 000 თამაშის შეძენას გულისხმობს.

პირველი ტენდერის (170010059)  ღირებულება 36 ათასი ლარია,  სადაც წინადადების მიღება 2 სექტემბერს დაიწყო და ორ დღეში დასრულდება. 

სატენდერი დოკუმენტაციის მიხედვით თამაში უნდა იყოს აზარტული და საინტერესო, ხოლო სამაგიდო თამაში ქართულენოვანი.

"საგნობრივი უნარები, რომელთა განვითარებასაც ხელს უწყობს სამაგიდო თამაში: ზოგადი წიგნიერება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
თამაშის აღწერილობა: თამაში იწყება ბარათების დარიგებით, რომელზეც ანდაზა ან აფორიზმი იქნება მითითებული, მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც ლოტოს ასევე, ასოციაციობანას პრინციპით თამაში. თამაშის კომპლექტი უნდა შედგებოდეს აფორიზმების/ანდაზის/გამონათქვამის ბარათებისგან (არანაკლებ 30), კამათლისაგან, ლოტოსთვის სიტყვების პატარა ბარათების (არანაკლებ 152 ცალი) და მათთვის ტომარისგან და მოსანიშნი ფერადი ბარათებისთვის, თამაშის ინსტრუქციისგან," - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სამინისტროს მიერ გამოცხადებული მეორე ტენდერის (170010061) ღირებულება 13 800 ლარად გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ თამაში იწყება ბარათების დარიგებით რომელსაც ყველა მონაწილე ხედავს გარდა ბარათის მფლობელისა. თამაშს იწყებს პირველი წყვილი, პარტნიორმა , ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, იცის (უნდა ახსოვდეს ერთი შეხედვით) რა შეხვდა მის პარტნიორს და ცდილობს წითელი კოჭები სწორად განათავსოს საინფორმაციო დაფაზე და ასე მიანიშნოს. მოთამაშე ფიქრობს, ამბობს პასუხს და აბრუნებს ბარათს. სწორად გამოცნობის შემთხვევაში გუნდი იმატებს ორ ფირფიტას.

თამაშის ნაკრები შედგება: ყუთისგან, ა3 ფორმატის ,,რუქისგან" მინიშნებებისთვის, ბარათისგან (არანაკლებ 40 ცალისა, ცხოველების, ფრინველების და ა,შ გამოსახულებით), მოსანიშნი კენჭებისგან(3 ერთ ფერში და 1 განსხვავებულ ფერში), ქულების მთვლელისგან ("ფიშკები" 2 ქულიანი 6 ცალი 1 ქულიანი 6ცალი), ინსტრუქცია უნდა იყოს დატანილი სათამაშოზე.

განათლების სამინისტროს ცნობით, სწავლების ახალი პრაქტიკა პირველ ეტაპზე მცირეკონტიგენტიან სკოლებში დაინერგება.



Print