ახალი ამბები
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 24 მაისს მთავრდება
FaceBook
მე-12 კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 24 მაისს მათემეტიკის ტესტზე მუშაობით დაასრულებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 48 ათას-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

"პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რადგან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 97% -ზე მეტმა მოსწავლემ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 5,5 წარმატებით გადალახა. უცხოური ენების გამოცდა წარმატებით მოსწავლეთა 85% - მა გაიარა, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეების 95% ისტორიაში გამოცდა წარმატებით ჩააბარა",  -   განმარტავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლე ზღვარს ვერ გადალახავს  და გამოცდებს ვერ ჩაააბრებს, ის ატესტატს ვერ მიიღებს. ასევე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილოების მიღებაც არ შეეძლება. 

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1500-ზე მეტ სკოლაში ერთდროულად მომდინარეობს.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 3 ივლისს იწყება.

 

 

Print