განათლება
5 წიგნი და ფილმი, რომლებიც გავლენას ახდენენ - ნანული ცხვედიანი
FaceBook
ადამიანებზე გავლენებს ბევრი რამ ახდენს, მათ შორის წიგნები და ფილმები.
რომელმა ტექსტმა და სურათმა მოახდინა გავლენა ცნობილ და საინტერესო ადამიანებზე?

გთავაზობთ რუბრიკას "5 ფილმი და წიგნი, რომლებიც გავლენას ახდენენ"...

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

ხუთი წლის ასაკიდან ვკითხულობ. ბუნებრივია, ათასობით წიგნიდან რამდენიმეს გამოყოფა ძალიან ძნელია, მაგრამ შევეცდები, მაინც გამოვარჩიო ის ხუთი წიგნი, რომელთაც დამაფიქრეს წუთისოფლის ფილოსოფიაზე, სიკეთისა და ბოროტების არსზე, სიცოცხლის ფერებზე და, რაც მთავარია, ადამიანის სიყვარულზე. ეს წიგნებია: 1. ვაჟა-ფშაველას პოემები (მთელი ბავშვობა ამ დიადი ეპოსით ვიხიბლებოდი); 2. მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტი"; 3. რაბინდრანათ თაგორის "გიტანჯალი"; 4. ნიკოლო მაკიაველის "მთავარი;" 5. მარკესის "მარტოობის 100 წელი." ეს, რაც უცებ გავიხსენე, თამამად შეიძლება მათი ჩანაცვლება სხვა ხუთეულებით.

რაც შეეხება ფილმებს, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ჩემი მეზობლის ბავშვებთან ერთად ჯოხის ცხენებს რომ დავაჭენებდი და ოთარ კობერიძის ხუჭუჭა ბაში-აჩუკად წარმოვსახავდი თავს, ლეო ესაკიას ფილმზე ბევრად უკეთესი ქართული და უცხოური კინონაწარმოებებიც გავიცანი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით მომწონდა: 1. რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას "შერეკილები".

2. ფედერიკო ფელინის "ტკბილი ცხოვრება"; 3. პიერ პაოლო პაზოლინის "დეკამერონი". 4. პიტერ უირის "მკვდარი პოეტების საზოგადოება" (რობი უილიამსის გენიალური თამაშით).


5. როლანდ ემერიჰის "პატრიოტი".
რა თქმა უნდა, ეს სიაც პირობითია და უკეთესი ხუთეულების წარმოდგენაც შეიძლება.
Print