საზოგადოება
ქუთაისში მოსწავლეთა ჰაკათონში ტურისტული აპლიკაციის იდეამ გაიმარჯვა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ "მოსწავლეთა ჰაკათონში" სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

კონკურში პირველი ადგილი გუნდმა Apolo მიიღო, რომელმაც ტურისტული მობილური აპლიკაციის შექმნის იდეა წარმოადგინეს.  იდეის მიხედვით, აპლიკაციაში  დატანილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები და აღწერილობები, როგორც ტექსტური, ასევე ხმოვანი სახით.

პირველ ადგილზე გასული გუნდის ხუთივე წევრს საჩუქრად Lenovo-ს ფირმის პლანშეტური კომპიუტერი გადაეცათ.

მოსწავლეთა ჰაკათონის კონკურში მეორე ადგილის მფლობელი გუნდი Hackboys გახდა.

მოსწავლეებმა  პროგრამირებადი დაფის Arduino-ს და სენსორების დახმარებით  რობოტი-ხურდაbot ააგეს.  რომელიც ავტომატურად აგდებს ხურდას.  მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები  პლანშეტური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

ხოლო კონკურსში მესამე ადგილი  გუნდმა Discovery მოიპოვა. მონაწილეებმა მობილური აპლიკაცია შექმნეს, რომელიც ხალისით ასწავლის მათემატიკას, მასში არის ბევრი საინტერესო ამოცანა და ლოგიკური თამაში.

კომპანია Microsoft- ის  რჩეული გუნდი  კონკურში მონაწილე Smart Kids გახდა.  ამ გუნდის წევრებმა  პროგრამირებადი დაფის და სენსორების გამოყენებით "ჭკვიანი" მოწყობილობა ააწყვეს. რომელიც მიერთებულია ყვავილის ქოთანზე და მასში მყოფი მიწის გამოშრობის შემთხვევაში ავტომატურად ახდენს მის მორწყვას. 

"მოსწავლეთა ჰაკათონი" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 19 თებერვალს ჩატარდა.
მასში მონაწილება საქართველოს საჯარო სკოლიების მე-6–დან მე-12 კლასის 85 მოსწავლემ მიიღო.




 

Print