განათლება
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები დამტკიცდა
FaceBook
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრის ბრძანება #68 ძალაშია ხელმოწერისთანავე.

დოკუმენტის თანახმად, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები ქართულ ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ზოგად უნარებში, მათემატიკასა და უცხო ენებში (ინგლისური, ფრქანგული, გერმანული, რუსული ენები) დამტკიცდა.

იხილეთ ბრძანება და დამტკიცებული პროგრამები ლინკზე.
Print