განათლება
"ფორმალური ინკლუზია" - ბარიერები და გამოწვევები ინკლუზიურ განათლებაში (ვიდეო)
FaceBook
"ფორმალური ინკლუზია" - ასე მოიხსენიებენ საქართველოში მოქმედ ინკლუზიური განათლების პროგრამას სპეციალისტები.

ის ქვეყანაში 2005 წლიდან ამოქმედდა და წარმატებულ რეფორმადაც შეფასდა, თუმცა დღეს ინკლუზიური განათლება სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას, სადაც ფორმალური ინკლუზია ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. ამას აღიარებენ განათლების სამინისტროში და სკოლის პასუხისმგებლობებზე მიუთითებენ.

მართალია, სკოლამ ყველა ბავშვს გაუხსნა კარი, მაგრამ სპეციალისტები მას რეფორმის წარმატების ვექტორად ვერ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მნიშვნლოვანია არა რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი შედის სკოლაში, არამედ  – რამდენი რჩება, რას ახვედრებს სკოლა და რამდენად ხარისხიან განათლებას იღებენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.


Print