ვიდეო
ინკლუზიური განათლება პოზიტიური და ნეგატიური დისკრიმინაციის ფონზე (ვიდეო)
FaceBook
"არ მინდა ჩემი შვილი ებრალებოდეთ. ის არ არის ცოდვა", - ამბობს ირმა, 5 წლის დაჩის დედა. პატარას მსუბუქი ფორმით ცერებრალური დამბლა და სმენის პრობლემა დაუდგინდა.


თუმცა, დედა თვლის, რომ ბავშვის მიმართ საჯარო შებრალების გამოვლინებები შეურაცხმყოფელია. ირმას მიაჩნია, რომ პატარას, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მხოლოდ განათლების მიღების შესაძლებლობა და ადაპტირებული გარემო ჭირდება.

სწორედ, დაჩის განათლების მიღებას შეექმნა პრობლემა ქუთაისში - ერთ შემთხვევაში ნეგატიური დისკრიმინაციის და მეორე შემთხვევაში - პედაგოგთა კვალიფიკაციის ნაკლებობის მიზეზით.


Print