ვიდეო
საჭიროა თუ არა "საზეპიროები" - ქუთაისელი სტუდენტები მინისტრის ინიციატივაზე (ვიდეო)
FaceBook
"რამდენიმე მახსოვს, ყველა – არა", "თუ მჭირდება მომავალში, დავიზეპირებ, ისე არაა საჭირო," "უნდა ისწავლებოდეს".

ასეთია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასება სკოლებში სასწავლო მასალის დაზეპირების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საზეპიროები არასავალდებულოა.

"რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა ქარული ნაწარმოებიდან საზეპიროები? ძველი სკოლა იყო მეხსიერების სკოლა, თანამედროვე კი აზროვნების სკოლაა," -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე.

რას ფიქროენ ქუთაისელი სტუდენტები მინისტრის ინიციატივაზე, საჭიროა თუ არა ე.წ. "საზეპიროები" და რა ახსოვთ სკოლაში ზეპირად ნასწავლი მასალიდან? -ნახეთ ქუთაისიპოსტის გამოკითხვა.




ამავე თემაზე:

სწავლა საზეპიროების გარეშე – მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ფსიქოლოგის შეფასება
Print