განათლება
ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ყავს
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტად 21 წლის გიორგი ოკრიბელაშვილი აირჩიეს.

ოკრიბელაშვილი წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი გახლავთ.
"ჩემი ამ თანამდებობაზე კენჭის ყრა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მინდოდა რაღაც გამეკეთებინა სტუდენტებისათვის. მეც ბევრი რამ არ მაკმაყოფილებდა და არის რაღაც დეტალები, რომლის აღმოფხვრასაც შევეცდები ამ პოსტზე მუშაობისას. ამისთვის გვაქვს დიდი ენთუზიაზმი"- აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის ახალი პრეზიდენტი- გიორგი ოკრიბელაშვილი.
ახალი პრეზიდენტის არჩევა, დებულების მიხედვით მოხდა. ოკრიბელაშვილი სტუდენტური თვითმმართველობის ახალარჩეულმა პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია. დებულების მიხედვით, სიითი შემადგენლობის მცირე უმრავლესობა 50+1 საკმარისია, რომ პრეზიდენტი არჩეულად ჩაითვალოს.
სტუდენტური თითმმართველობის ახალი პრეზიდენტის თქმით, პრიორიტეტული სამეცნიერო და სოციალური სფერო, კულტურა და სპორტი იქნება.
"ჩვენი პირველი აქტივობა მიეძღვნა სახელმწიფო ენის კვირეულს, რომელიც დაიწყო 14 აპრილს და დღემდე გრძელდება"- ამბობს ოკრიბელაშვილი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 1 აპრილს ჩატარდა. გიორგი ოკრიბელაშვილმა აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ჯიშკარიანი შეცვალა.

ლანა კოკაია

Print