ახალი ამბები
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ
FaceBook
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.
საქართველოს განათლების სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს. ამის შესახებ მინისტრმა ალესანდრე ჯეჯელავამ საუნივერისტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხდა.

"პირველ რიგში ეს იქნება ერთობლივი ქართული უნივერსიტეტი გათვლილი ქართვლების სწავლებაზე, ამიტომ აკადემიურ პერსონალში ქართველი ლექტორ–მასწავლებლებიც იქნებიან. რა თქმა უნდა, გვეყოლება უცხოელებიც ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. ჩვენ ვთანამშრომობთ მსოფლიოს მოწინავე უნივერიტეტებთან იმისთვის, რომ მათთან ერთობლივი პროგრამები და მათი პროფესორები მოვიზიდოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 60 000 სტუდენტზეა გათვლილი. პროქტის პრენეტაციაზე ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.

თბილისსა და ქუთაისში ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი.

Print