განათლება
"ვეფხისტყაოსანის" მიხედვით კომპიუტერული თამაშების შექმნა იგეგმება
FaceBook
შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" მიხედვით კომპიუტერული თამაში მალე შეიქმნება.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ქუთაისში ჟვანიას სახელობის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

"ეს ერთ-ერთი მიმართულებაა განათლების ტექნოლოგიების და არა ერთადერთი. ცოტა ხანში მალე გვექნება "ვეფხისტყაოსანზე" აგებული ძალიან საინტერესო კომპიუტერული თამაში, რომელიც სწავლებაშიც დაგვეხმარება და ასევე, პოპულარიზაციაშიც ამ ჩვენი გენიალური ძეგლის," - ამბობს ჯეჯელავა.

მისივე თქმით, თანამედეროვე სამყაროში ტექნოლოგიურმა პროგრესმა განათლებაშიც შეცვალა სწავლების მეთოდები და მიმართულებები.

"ადრე სწავლება იყო ძირითადად მეხისერებაზე დაფუძნებული. მეც მეხსიერების სკოლის პერიოდიდან ვარ, როცა ინფორმაციის დამახსოვრება გვიწევდა.
თანამედროვე სკოლა კი უნდა გახდეს აზროვნების სკოლა, სწორედ ამიტომ ვაპირებთ სასწავლო პროგრამების განტვირთვას, ინფორმაციის მიღებასთან ერთად, სწავლება უნდა იყოს სახალისოც, გარკვეულწად. მაგალითად, თუ "ვეფხისტყაოსანი" კომპიუტერულ თამაშებად გარდაიქმნება თავისი აფორიზმებით, დარწმუნებული ვარ ბავშვები ერთ კვირაში შეძლებენ მის სწავლას,"- ამბობს განათლების მინისტრი.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმითვე, "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით კომპიუტერული თამაშის შექმნით სპონსორები არიან დაინტერესებული და იდეა მალე განხორციელდება.

Print