განათლება
ქუთაისში ბავშვთა რესპუბლიკური პლენერი "იმპრესიო" დასრულდა
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ბავშვთა რესპუბლიკური პლენერის "იმპრესიო" შემაჯამებელი გამოფენა ჩატარდა.

ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონის ოცამდე სამხატვრო სკოლა მონაწილეობდა. პლენერის თემა ბავშვთა უფლებები, ჟანრი კი ფერწერა და გრაფიკა გახლდათ.

შემაჯამებელი გამოფენის ფარგლებში ოთხი რეგიონის ონის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და ლენტეხის სამხატვრო სკოლები დაჯილდოვდნენ.

პლენერის მონაწილეებს პრიზები გადეცათ.

"წარმოდგენილი ნამუშევრები საინტრესო და მრავალფეროვანი იყო. ბავშვებმა აჩვენეს, რომ ბევრი შეუძლიათ და კიდევ უფრო მეტს მიაღწევენ. ეს მაშინ მოხდება, თუკი იქნება კიდევ უფრო მეტი ინტერესი, ჩართულობა და მეტი სიყვარული", - აღნიშნა მხატვართა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვალერი მეძმარიაშვილმა.

ახალგზარდულ ცენტრს სტუმრობდა გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ნიუპორტის დელეგაციაც. ისინი ქუთაისში ახალგზარდულ საკითხებსაც ეცნობიან. ცენტრმა წარმოადგინა ყველა ის სფერო და ჯგუფი, რომლებიც მათთან მუშაობს და ამით ერთგვარი ანგარიში ჩააბარა ქალაქის სტუმრებს.

"მსგავსი ტიპის კომპლექსური ახალგაზდული ცენტრი მაქვს ნიუპორტში და ძალიან გამიხარდა ასეთივე რომ აღმოვაჩინე ქუთაისში. დიდი სურვილი მაქვს თანამშრომლობის", - აღნიშნა ნიუპორტის დელეგაციის წარმომადგენელმა, პიტერ უანდერსმა.

ქუთაისში "იმპრესიო" მეორე წელია იმართება. რესპუბლიკური პლენერის ორგანიზატორი და ინიციატორი ქუთაისის ახალგაზრული ცენტრი გახლავთ.

Print