ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებები შევიდა
FaceBook
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, სამოქალაქო განათლების, ქიმიისა და ფიზიკის გამოცდის ჩატარების თარიღი და დრო შეიცვალა.

გამოცდების განახლებული განრიგი ასეთია:

ქართული ენა და ლიტერატურა – 1–2 ივლისი,
ზოგადი უნარები – 4–5 ივლისი,
ინგლისური ენა – 6–7 ივლისი,
რუსული ენა – 6-7 ივლისი,
ფრანგული ენა – 6 ივლისი,
გერმანული ენა – 7 ივლისი,
სამოქალაქო განათლება – 12 ივლისი
მათემატიკა – 14 ივლისი,
გეოგრაფია – 15 ივლისი,
ისტორია – 18 ივლისი,
ლიტერატურა – 19 ივლისი,
ბიოლოგია – 20 ივლისი,
ქიმია – 21 ივლისი,
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 21 ივლისი,
ფიზიკა – 22 ივლისი.

2016 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს იწყება და 22 ივლისს დასრულდება.

მიმდინარე წელს გამოცდებზე 33 500–ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათი დიდი ნაწილი (28 840 აბიტურიენტი) ინგლისურ ენას ირჩევს.

Print