განათლება
ჟურნალისტების თეა თოფურიას, ნინო თარხნიშვილისა და ეკა ქევანიშვილის პოეზიის საღამო ქუთაისში
FaceBook
საკუთარი ლექსები პოეტებმა და ჟურნალისტებმა თეა თოფურიამ, ნინო თარხნიშვილმა და ეკა ქევანიშვილმა წაიკითხეს.

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში პოეზიის საღამო გაიმართა, რომელიც წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

საკუთარი ლექსები პოეტებმა და ჟურნალისტებმა თეა თოფურიამ, ნინო თარხნიშვილმა და ეკა ქევანიშვილმა წაიკითხეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამივე პოეტი მოქმედი ჟურნალისტია და ეს გარკვეული ფორმით (და შინაარსით) აისახა მათ შემოქმედებაზე. ყოველ შემთხვევაში, ნინო თარხნიშვილისა და ეკა ქევანიშვილის პოეზია დღევანდელობის, ჩვენ დროის პოეტური გამოძახილები და მხატვრული გააზრებებია. ამის შესახებ თავად ავტორებმაც აღნიშნეს.

"როდესაც ახალ ამბავს წერ, იქ ბუნებრივია ამ ჟანრის ფარგლებში რჩები და საკუთარ ემოციებსა და დამოკიდებულებებს ვერ აჩვენებ, ამიტომ სურვილი გიჩნდება, საკუთარი გრძნობების გადმოსაცემად ლიტერატურას მიმართო. ჩვენი პოეზიისთვის ერთგვარ ინსპირაციები სოციალური გარემოდან მოდის," - აღინიშნა პოეზიის საღამოზე.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია "წიგნის მცველიც" გაიმართა, ხოლო ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში "წიგნის ბუდე" მოეწყო.

Print