განათლება
ქუთაისში აქცია "წიგნის მცველი" გაიმართა
FaceBook
აქციაზე "მცველებმა" საყვარელი წიგნებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს.

ქუთაისში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია "წიგნის მცველი" გაიმართა, რომელიც ახალგაზრდულმა ცენტრმა დააფუძნა. აქციის მიზანს წიგნის კითხვის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მასში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ "მცველმა", რომლებიც მანამდე სოციალურ ქსელში შეუერთდნენ აქციას და წარმოადგინეს თავიანთი ფავორიტი წიგნები.

"მცველებმა" საყვარელი წიგნებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს.

აქციას შეუერთდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე.

"მსგავსი ღონისძიებები არა თუ სასურველი აუცილებელიც არის. მნიშვნელოვანია, რომ გაცოცხლდეს ეს პროცესი, რასაც წიგნის სიყვარული და განათლება ქვია. შესაბამისად, მეც და სხვა ავტორებიც დიდი სიამოვნებით ვარ ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

"მცველების" მიერ არჩეული წიგნებიდან კლასიკოსი მწერლები ჭარბობდნენ თანამედროვე ავტორებს.

"წიგნები არ მეორდება. ყველა "მცველს" საკუთარი ფავორიტი ყავს. მათი რჩეულებიდან უმეტესობა კლასიკური ლიტერატურის ნიმუშია და ნაკლებად თანამედროვე ავტორები," -აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა, ნატალი პატარიძემ.

Print