ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითისა და ქალაქ ბაღდათის #1
საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ნუკრი კარკაძე Global Education
Summit 2025-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ჯილდო, რომელიც მას გადაეცა, მაღალი პროფესიონალიზმის,
საგანმანათლებლო სფეროში მნიშვნელოვანი წვლილისა და ინოვაციური
საქმიანობის განსაკუთრებულ აღიარებას წარმოადგენს.
დაჯილდოების ცერემონია ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაიმართა.
ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო ექსპერტები,
ორგანიზაციები და განათლების სფეროს ლიდერები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები