ახალი ამბები
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში ისწავლის
FaceBook
ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე სწავლას საფრანგეთში, ESDES School of Business and Management-ში Impact Finance and Fintech Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

მან მოიპოვა უნივერსიტეტისგან Excellence Scholarship სწავლის ნაწილობრივ დასაფინანსებლად და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად.

როგორც თავად განმარტავს, ფინანსურ აუდიტორად მუშაობის პროცესში დაგროვებული გამოცდილების შესაბამისად, გაუჩნდა ინტერესი, მისი ცოდნა უფრო მრავალმხრივი გამხდარიყო ფინანსებში და შეარჩია აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა.

პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა: მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი, პროგრამირება ფინანსებისთვის, ბლოკჩეინი და კრიპოტო პორტფელის მენეჯმენტი, მონაცემთა ანალიტიკა და სხვა.

ბერიკა ებანოიძე აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებულია.

Print