ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების
პროგრამის სტუდენტი თომა ფირცხელანი მობილური აპლიკაციების ევროპის
ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის ციფრული პროდუქტების მენეჯერია.
Bending Spoons-ის სათავო ოფისი მილანში მდებარეობს, კომპანია ფლობს
ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა: WeTransfer, Remini,
Brightcove, Evernote, Meetup და სხვა.
თომა, Product Manager-ის როლში, ამჟამად, AI ფოტოგრაფიის გუნდში,
პროდუქტ Remini-ზე მუშაობს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, დღეის
მონაცემებით, 100 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი
ჰყავს.
“უკვე თითქმის ერთი წელია, ვავითარებ ხელოვნური ინტელექტის მეორე
ყველაზე დიდ აპლიკაციას მსოფლიოში — Remini-ს, რომელიც ყოველთვიურად
130 მილიონზე მეტ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ხელოვნური
ინტელექტის საშუალებით გააუმჯობესონ არსებული ან შექმნან ახალი
ფოტოები.
KIU-მ ჩემს შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც
ინტელექტუალური, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. მჯერა,
მთავარი - სტუდენტის მონდომებაა, უნივერსიტეტი შესაძლებლობებს
გვთავაზობს, ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, სწორედ
ჩვენი მონდომების შედეგია” - ამბობს თომა ფირცხელანი.
მასალის გამოყენების პირობები