განათლება
KIU-ს კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.

დიმიტრიმ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა (დამატებითი პროგრამა მათემატიკა). KIU-ში სწავლისას სტაჟირება გერმანიაში, Forschungszentrum Jülich-ში, გაიარა. სწავლის დასრულების შემდეგ კი შეთავაზება მიიღო Amazon-ის ბერლინის ოფისიდან.

დიმიტრი Amazon Simple Storage Service-ის ჯგუფს შეუერთდა, სადაც აპროექტებს და ავითარებს სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მათზე წვდომას.

“მიხარია, რომ დღესაც ვაგრძელებ თანამშრომლობას KIU-თან. პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართული ვარ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირებას კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სასწავლო პროგრამაში” - ამბობს დიმიტრი.



Print