განათლება
სასკოლო კონკურსი „ჩემი სკოლის მატიანე“ საუკეთესო ბლოგს მაისში გამოავლენს
FaceBook
ქუთაისის საჯარო სკოლებში პროექტი ინტერნეტბლოგი "ჩემი სკოლის მატიანე" გასული წლის ოქტომბრის თვიდან ფუნქციონირებს .

ეს პროექტი მერიის მიერ არის დაფინანსებული და ქუთაისში მოქმედი ყველა საჯარო სკოლის ისტორიის კვლევას და გამოქვეყნებას გულისხმობს.
პროექტი გულისხმობს კონკურსსაც, სადაც კომისია საუკეთესო ბლოგს გამოავლენს.თუმცა მანამდე კონკურსში მონაწილე სკოლებს საკუთარი სკოლის ისტორიის საფუძვლიანი კვლევა მოუწევთ.
როგორც მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაში აცხადებენ, პროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მერიის სტიპენდიანტის წოდებისთვის ჩატარდა კონკურსი ისტორიაში და ვერც ერთმა მოსწავლემ ევრ გადალახე მინიმალური ზღვარი. "გადავწყვიტეთ უფრო მეტი ყურადღება ისტორიისთვის მიგვექცია და მოზარდები დაგვეინტერესებინა არა მარტო ქვეყნის არამედ ქალაქისა და სკოლის ისტორიითაც", -აღნიშნა მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა მერაბ დანელიამ.
პროექტში უფროსკლასელები არიან ჩართულები. სწორედ მათი ნაშრომების გამოყენებით, გადამუშავება-რედაქტირებით გამოიცემა წიგნი "ქუთაისის საჯარო სკოლების მატიანე".
საუკეთესო ბლოგის ავტორები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან მიმდინარე წლის 2 მაისს. მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ სამ ნომინაციაში (პირველი ადგილი 600, მეორე - 400, მესამე - 300 ლარი).
ქუთაისში 38 სკოლაა. კონკურში თითქმის ყველა სკოლაა ჩართული. აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარია გამოყოფილი.

Print