ახალი ამბები
2023-2024 სასწავლო წლის სემესტრული დასვენებები და არდადეგების პერიოდი
FaceBook
2023-2024 სასწავლო კალენდრის მიხედვით, სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამასთან, საგაზაფხულო არდადეგები 8-14 მარტის ჩათვლით იქნება, სააღდგომო კი 3-6 მაისის ჩათვლით.

სასწავლო დღეების განმავლობაში, სულ 9 ოფიციალური დასვენების დღე იქნება:

23 ნოემბერი – გიორგობა (ხუთშაბათი); 

1-2 იანვარი - ახალი წელი (ორშ-სამშ);

19 იანვარი – ნათლისღება (პარასკევი);

8 მარტი – ქალთა დღე (პარასკევი);

9 აპრილი – 1989 წელს მშვიდობიანი მიტინგის დარბევა, 1991 წელს უზენაესი საბჭოს საგანგებოს სხდომამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო (სამშაბათი);

3 მაისი - წითელი პარასკევი;

6 მაისი - აღდგომის შემდგომი ორშაბათი და გიორგობა

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

ოფიციალური დასვენების სხვა დღეები შაბათ-კვირას ემთხვევა.




2023-2024 სასწავლო წელი სექტემბერში დაიწყო და ჩვეულებრივ ივნისში (14 ივნისს) დასრულდება. პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს, მე-12 კლასელთათვის კი 20 მაისს დამთავრდება.

Print