განათლება
წერეთლის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი განაახლა
FaceBook
უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში სასწავლო პროცესი დღეს, 18 სექტემბერს, განახლდა.

ახალი სასაწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

წელს, წერეთლის უნივერსიტეტში 2 122 სტუდენტი ჩაირიცხა, მათგან 13 სრული დაფინანსებით ისწავლის; 70%-იანი გრანტი 34-მა პირველკურსელმა მოიპოვა, 50%-იანი დაფინანსება კი - 128 სტუდენტმა.

,,სტუდენტობის პირველი დღე გამორჩეული და ემოციურია ჩემთვის. კურსელები გავიცანი, ბევრს ვიცნობდი კიდეც. გარემო მომწონს, მაგრამ ცოტა დაბნეული ვარ. ძალიან მოტივირებული და მიზანმიმართული ვარ, რომ წარმატებული სტუდენტი ვიყო",- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი მათე ჩაჩხიანი.

წერეთლის უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამებზე, ჯამში 9 000 სტუდენტზე მეტი სწავლობს.

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა.

Print